სამოქალაქო აქტივისტების მცირე ნაწილს შეკრების გამო სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ლგბტ უფლებადამცველების გამოხატვის თავისუფლებას.
გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენი წერს, რომ ეს ხელს შეუწყობს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვნას.
სახალხო დამცველი პრაქტიკის გათვალისწინებით მიჩნევს, რომ თანასწორობის უფლების რეალიზაციის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს სწორედ ლგბტ ადამიანები წარმოადგენენ.