20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
მე სტრასბურგში ვიცავ 17 მაისს დაზარალებული მოქალაქეების უფლებებს, რომლებიც ვერ დაიცვა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ - წულუკიანი

პოლიცია მზად იყო, დაეცვა 17 მაისს ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ჯგუფების უსაფრთხეობა თუ ამის საჭიროება იქნებოდა - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, დღეს ხელისუფლება ყველა ჯგუფს აძლევს გამოხატვის უფლებას და სამართალდამცველი უწყებები მზად არიან დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება.
წულუკიანი ამბობს, რომ ის სტრასბურგის სასამართლოში 17 მაისს დაზარალებული მოქალაქეების უფლებებს იცავს. წულუკიანის განცხადებით, ის იცავს 17 მაისს დაზარალებულ იმ მოქალაქეებს, რომელთა უსაფრთხოებაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვერ იქნა დაცული.

„მე ამ წუთში, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში ვიცავ 17 მაისის საქმეს. იმ 17 მაისისა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და ადამიანების უფლებები დაირღვა, იმიტომ რომ სახელმწიფომ მაშინ, იმ 17 მაისს, ვერ უზრუნველყო ლგბტ თემის და მისი წევრების უსაფრთხოება.

დღევანდელ 17 მაისს რაც შეეხება, ჩვენი ხელისუფლება და სამართალდამცველი სტრუქტურები ბოლომდე იყო მომზადებული მათ შორის საოპერაციო დონეზე, რომ ქუჩაში გამოსული სხვადასხვა ჯგუფები თუ ამის საჭიროება იქნებოდა თითოეული მათგანისგანაც დაეცვა და თითოეული მათგანის უსაფრთხოებაც უზრუნველეყო.

შემდეგ ორი ჯგუფის მიერ მიღებული იქნა ის გადაწყვეტილებები, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, მიუხედავად ამისა, თქვენ ყველა ხედავთ თბილისის ქუჩებში, რომ დღეს არის საპოლიციო მზაობა“-აცხადებს წულუკიანი.

2013 წლის 17 მაისს ლგბტ თემის აქცია სასულიერო პირებმა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის აქტივისტებმა დაარბიეს.

დღის ამბები