20 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
„მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას" - შს მინისტრის მოადგილე 

შინაგან საქმეთა მინისტრი მზადაა უპასუხოს ყველა, მათ შორის მწვავე კითხვას, რომელიც 12 მაისის სპეცოპერაციას უკავშირდება - ამის შესახებ განცხადება, მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ სპეცოპერაცია კანონიერი იყო, თუმცა მოხდა თუ არა გადაცდომა სამართალდამცველების მხრიდან, ამის შესახებ ნინო ჯავახაძე არ საუბრობს.

თავად გიორგი გახარია კი რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ კლუბებში სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, კლუბების გარეთ განვითარებული პროცესები კი შესასწავლია.

„მზად ვართ ჩვენ, არა მარტო მინისტრი, არამედ შს სამინისტრო, პასუხი გავცეთ ყველა კითხვას, რომელიც არსებობს. იქნება საუბარი როგორც პარასკევის მოვლენებზე, ისე იმ რეფორმებზე რომელიც სამინისტროში ხორციელდება ან განხორციელდება უახლოეს მომავალში.

აუცილებლად ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თუკი რაიმე კითხვა არსებობს და დანარჩენი უკვე შეფასებების ნაწილი იქნება,“-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში დღეს 15:00 საათზე მივა.

დღის ამბები