03 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
გონიოში საპროტესტო აქცია გაიმართა

გონიოში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოსახლეობა ჩამორთმეული მიწების დაბრუნებას ითხოვდა.

შეკრებილები ხელისუფლებასთან შეხვედრას და პრობლემების დროულ მოგვარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მივიდა და მათ ალტერნატიული მიწის ფართობები და მიწის თანაბრად განაწილება შესთავაზა. თუმცა ეს წინადადება მოსახლეობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

„ჩვენ მოსახლეობას კონკრეტულ მიწის ნაკვეთს ვთავაზობთ, სადაც ეკონომიკურად მიმზიდველი ზონა მოეწყობა. მოხდება ქუჩების დაგეგმარება, კომუნიკაციების გაყვანა და ამ ტერიტორიაზე თანაბარი პრინციპით ყველას გადავცემთ საინვესტიციოდ მიმზიდველ მიწის ნაკვეთებს,” - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები