"შსს-ის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა არის საზღვრის მართვა,“- ეს განცხადება, გიორგი გახარიამ პარლამენტში გააკეთა. შს მინისტრი დეპუტატების წინაშე საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოდის. მან საზღვრის მართვასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„საზღვრის მართვა, განსაკუთრებით სახმელეთო ნაწილში საკმაოდ რესურსული და რთული ამოცანაა განსაკუთრებით ჩვენი გეოგრაფიის პირობებში, ამიტომ ამ მიმართულებით, გულწრფელად ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საერთაშირისო პარტნიორების დახმარების დიდი იმედი. ამ დახმარებას ისინი გვიწევენ როგორც ტექნიკურს, ასევე მატერიალურს, დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ სახმელეთო საზღვრის კომპონენტში ვაუმჯობესებთ დაცვისა და უსაფრთხოების კომპონენტს.
"მინდა სასაზღვრო კომპონენტზე გავაკეთოთ აქცენტი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორენბის დახმარებით ჩვენ შევქმენით ჯეიმოკი - არის ერთობლივი მართვის ცენტრი, რომელიც აქტიურად იღებს მონაწილეობს ნატოსთან საპარტნიორო პროგრამებში. უახლოეს პერიოდში ჩვენ დაგვემატება ორი ახალი აილენდის კლასის გემი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო სრულფასოვნად მივიღოთ შავ ზღვაზე უსაფრთხოების წვრთნებში მონაწილეობა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.