20 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
მინიმუმ, მინისტრის დონეზე, შესაძლოა, უფრო მაღალ დონეზეც გაიმართოს ეს შეხვედრა - კვირიკაშვილი ჟენევის ფორმატზე

"ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, იქ შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა," - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით, განუცხადა.

მისი თქმით, კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, თუმცა, აქცენტს ჟენევის ფორმატის სტატუსის შეცვლაზე აკეთებს. მინიმუმ მინისტრის დონეზე, შესაძლოა, უფრო მაღალ დონეზეც გაიმართოს ეს შეხვედრა

 

„ვფიქრობ, ჟენევის ფორმატი გამოსაყენებელია მაქსიმალურად. შესაძლებელია, რომ ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით იქ მოხდეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევა. მე ამის მჯერა, ამის რესურსს ვხედავ და ვფიქრობ, იმ წითელი ხაზების დაცვით, რომლებიც საქართველოს გააჩნია და ბუნებრივია, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სუვერენიტეტი, პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად გამოყენებული იყოს ის ფორმატები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ "მინიმუმ, მინისტრის დონეზე, შესაძლოა, უფრო მაღალ დონეზეც გაიმართოს ეს შეხვედრა".

 

დღის ამბები