20 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
საქართველო და დიდი ბრიტანეთი დიდი ხნის მოკავშირეები არიან - ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრი

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრს, მარკ ლანკასტერს, შეხვდა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ასევე განიხილეს თანამშრომლობა, სტრატეგიული კომუნიკაციისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მუშაობაც შეაფასეს.

„საქართველო და დიდი ბრიტანეთი დიდი ხნის მოკავშირეები არიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ვიმყოფები, ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო ვითარდება და ძლიერდება. დღეს საუბრისას სხვადასხვა საკითხს შევეხეთ, მაგალითად, კიბერუსაფრთხოებას. ასევე, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენი სამუშაო ურთიერთობები ბრწყინვალეა, ეს ყველა დონეზე ჩანს, იქნება ერთობლივი სწავლებები თუ საგანმანათლებლო სფერო,“ - განაცხადა მარკ ლანკასტერმა.

 

დღის ამბები