20 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
შვეიცარული სკოლა Les Roches საქართველოში ოპერირებას იწყებს

შვეიცარული სკოლა ლე როშე საქართველოში ოპერირებას იწყებს. სკოლის მთავარი მიმართულება საქართველოში ტურიზმის, ბიზნესის და ტექნოლოგიების განვითარება იქნება.

სასწავლებელი Les Roches ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით დაფუძნდა.

პრეზენტაციას პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.  

„ვფიქრობ, რომ დღეს მომსახურების ხარისხის და მაღალი რანგის მენეჯერების მომზადების საკითხი საქართველოში ნამდვილად აქტუალურია ტურიზმის ზრდის ფონზე და იმ ფონზე, როდესაც საქართველო, მართლაცდა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ქვეყანაა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით,“ - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები