20 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტზე შესაძლოა თავდასხმა მზადდება

თურქეთის პრეზიდენტზე შესაძლოა თავდასხმა მზადდება. კონფიდენციალური ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთის სპეცსამსახურს მაკედონიის დაზვერვის უწყებამ მიაწოდა. გავრცელებული ცნობით, თავდასხმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანზე ბოსნია ჰერცოგოვინაში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის დროს იგეგმება. დამატებითი დეტალების გასარკვევად თურქეთისა და დასავლეთის დაზვერვის სამსახურები კოორდინირებულად მუშაობენ. თურქეთის ლიდერი ბოსნია ჰერცოგოვინაში დღეს ჩადის. ვიზიტის წინ, ერდოღანმა საკუთარი დაცვა გააძლიერა.

დღის ამბები