პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ზოგადად ძალადობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, მესამე მოსმენით განიხილავენ.
დღესვე კანონმდებლები იარაღის უკანონო ტარებაზე გამკაცრებულ სანქციებზეც იმსჯელებენ. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, კანონდამრღვევს გაცილებით მძიმე სასჯელი დაემუქრება, ვიდრე ის ამჟამად არის.
„ცვლილებებით ხდება ახალი შესაძლებლობების მიცემა სამართალდამცველი ორგანოებისთვის დამცავი ორდერის გამოწერის შესაძლებლობა იქნება უფრო მეტ შემთხვევაში და ყველა იმ დანაშაულის დროს, რომელიც ოჯახური, ან ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მუხლებზეა, ან ზოგადად ძალადობრივ დანაშაულებებზეა, იმისთვის, რომ მსხვერპლის დაცვის უკეთესი საკანონმდებლო სტანდარტი გვქონდეს,“-აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.