პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი 26 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე, 6 ქვეყნის პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს უმასპინძლებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში ჩამოვლენ ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთის პრეზიდენტები და ევროკომისიის პრეზიდენტი. ისინი თავისუფლების მოედანზე, წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიას დაესწრებიან.
საქართველოს პრეზიდენტი სტუმრებთან ერთად თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებულ ინსცენირებას ნახავს.
26 მაისს, საღამოს კი, უმაღლესი რანგის სტუმრები ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ნინო ანანიაშვილის, "სუხიშვილებისა" და "ბასიანის" მონაწილეობით დაგეგმილ კონცერტზე მივლენ.