20 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი - ევროსასამართლოში ხვალ, საქმის საბოლოო განხილვა გაიმართება

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის საბოლოო განხილვა ევროსასამართლოში ხვალ გაიმართება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგში 2013 წლიდან დღემდე 700-ზე მეტი მტკიცებულებაა გაგზავნილი. მათ შორის ცხინვალში რუსეთის მიერ ჩამოგდებული ე.წ. ისკანდერი, თეა წულუკიანის თქმით იარაღის ნამსხვრევებს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რამაც მისი ნამდვილობა დაადასტურა.

ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს რომ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას საქართველოს სასარგებლოდ მიიღებს.

„ჩამოაგდო რუსეთმა ე.წ. ისკანდერი, იარაღი რომლის ფლობასაც უარყოფდა დღემდე და ჩვენ 23 მაისს ახალი მტკიცებულებებით ვაჩვენებთ სტრასბურგის სასამართლოს, რომ ეს როგორც რუსეთი ამტკიცებს ნამდვილად არ არის ფოტოშოპით გაკეთებული იარაღი, არამედ ჩვენ თვითონ ამ იარაღის ნამსხვრევები გვაქვს, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. დიდი ხანი რუსეთ უმტკიცებდა ევროპულ სასამართლოს, რომ თითქოს ფიზიკური მტკიცებულება არ არსებობს, დღეს ის არსებობს,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები