საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობას გაეცნო.
ირაკლი სესიაშვილს სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, სააგენტოს უფროსმა კობა კობიძემ მიაწოდა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სააგენტოს უპრეცედენტო საზედამხედველო შესაძლებლობები გააჩნია.
„ის სტერეოტიპი, რომელიც არის დამკვიდრებული, რომ ოტო ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც მოსახლეობას უსმენენ - რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. იმიტომ, რომ ხდება ძალიან მკაცრად იმ კანონმდებლობის დაცვა, რაც გულისხმობს, რომ შესაძლებელია ტექნიკური საშუალებების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არის სასამართლოს განჩინება. ეს ართი - მეორე, ამ სააგენტოს აქვს ძალიან სერიოზული შესაძლებლობები, რათა მოხდეს საინფორმაციო, ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარება, რაც ქვეყანას სჭირდება,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილი.