საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ პრაღაში აბაშიძე-კარასინის პირველი შეხვედრა იმართება.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან საუბრის მთავარი თემა სწორედ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა იქნება.
პრაღის შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემა შვეიცარიული კომპანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთბრუნვის კონტროლსაც უკავშირდება.
რა ბერკეტი ექნებათ ხელში ევროპელ სპეციალისტებს, სწორედ 24 მაისს, აბაშიძე-კარასისნის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი პრაღაში ცოტა ხნის წინ გაფრინდა.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წლიდან გამოიკვეთა. ეს არის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო პრობლემატიკა და გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები, ამაზე ვიმსჯელებთ. მე ჩემი მხრიდან ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე იმ მწვავე საკითხებზე განცხადებას, რაც ჩვენ ყველაზე უფრო გვაწუხებს და ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული, ეს იქნება ტატუნაშვილის საქმე, ოთხოზორიას მკვლელობა. ამას ჩემი ინიციატივით ვაკეთებ, თუმცა ვიმეორებ, ამას ჩემი ინიციატივით ვაკეთებ. არ არის ეს ჩვენი მანდატი, ამაზე ჟენევის ფარგლებში საუბრობენ უფრო საგნობრივად,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.