20 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
სრული ლეგალიზაცია უნდა მოვახდინოთ ნარკომანიის, ყველა ნარკომანი უნდა იყოს აღრიცხვაზე - კახა ოქრიაშვილი

ბიძინა ივანიშვილი ნარკოპოლიტიკაზე მიმდინარე შიდა დაპირისპირების მოსაგვარებლად მმართველ გუნდში მიმდინარე დისკუსიაში თავად ჩაერთო. საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში, ექსპრემიერის ხელმძღვანელობით იმართება.

დეპუტატთან ნაწილისთვის პარლამენტში არსებული კანონპროექტი ნარკოპოლიტიკის შესახებ მიუღებელია. დეპუტატთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ კანონი ლიბერალური უნდა იყოს ნარკომომხმარებლების მიმართ, თუმცა მკაცრი - ნარკორეალიზატორებისადმი

„წვდომა არალეგალურ ნარკოტიკთან უნდა იყოს ნულოვანი. სრული ლეგალიზაცია უნდა მოვახდინოთ ნარკომანიის, ყველა ნარკომანი უნდა იყოს აღრიცხვაზე და უფასოდ უნდა მიიღოს ის პრეპარატი რომელზეც არის დამოკიდებული. მესამე უნდა იყოს მრავალი შემაკავებელი ფაქტორი ნარკოტიკის პოპულარიზაციის მათ შორის დასაქმების კუთხით.

სახელმწიფო სტრუქტურებში ნარკომომხმარებელი ვერ უნდა საქმდებოდეს, კერძო სტრუქტურებში, ხელმძღვანელებს  წვდომა უნდა ჰქონდეთ ინფორმაციაზე, არის თუ არა კონკრეტული პირი, სამუშაოს მაძიებელი ნარკოდამოკიდებული,“- აცხადებს დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.

დღის ამბები