20 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის ჩართვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ გასხვავებული არგუმენტები დაახლოვდეს - თამარ ჩუგოშვილი

ბიძინა ივანიშვილის პროცესში ჩართვა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული მოსაზრებების შეჯერების მიზნით მოხდა - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

ჩუგოშვილი ადასტურებს რომ საკითხზე შეთანხმება მმართველ გუნდში ამ დრომდე ვერ ხერხდება.  

„ჩვენთვის მისი მონაწილეობა ამ პროცესში იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ძალიან განსხვავებული არგუმენტები, პოზიციები, მოსაზრებები დაახლოვდეს და მივიდეთ რაციონალურ, ადეკვატურ და ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებასთან - სწორედ ამ როლით მონაწილეობს ის,“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა ამ წუთებში "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მსჯელობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. 

როგორც ცნობილია, განხილვას შს მინისტრიც ესწრება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები