20 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
"ბატონი ბიძინა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრეა"- აკაკი ზოიძე

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები პარტიის ლიდერ, ბიძინა ივანიშვილთან და შს მინისტრთან ერთად ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობენ, დეპუტატთა ნაწილმა დატოვა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციების მქონე დეპუტატთან პოზიციები დაახლოვდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე კი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი, ისე როგორც უმრავლესობის უმრავლესობა ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრეა.

"ბატონი ბიძინა ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისე როგორც ყველა დანარჩენი გუნდის წევრი. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ გადაწყვეტილების მიღება უსასრულოდ არ გაგრძელდება. ჩამოვაყალიბებთ პოზიციებს. თუ საჭიროება დადგა,იქნება შიდა რეიტინგული კენჭისყრა. რეალურად, ჩვენ ყველა ვარიანტში მივიღებთ გადაწყვეტილებას“-განაცხადა ზოიძემ.

დეპუტატების განცხადებით, საბოლოოდ პროექტზე 7 ივნისამდე შეჯერდებიან.

 

დღის ამბები