ნარკოლიბერალიზაციის მომხრე და მოწინააღმდეგე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში 3 საათს გაგრძელდა.
საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი 7 ივნისს გამოაცხადებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩარევამ, პარტიის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობა დღეს მნიშვნელოვნად შეამცირა.
პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კენჭისყრა თავისუფალ რეჟიმში გაიმართოს.
""რჩება განსხვავებული მოსაზრებები მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში. მე იმედი, მაქვს, რომ მოხერხდება პოზიციების მთლიანად დაახლოება. არ არის გამორიცხული, რომ კენჭისყრა ჩატარდეს თავისუფალ რეჟიმში, როცა უმრავლესობის უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას. არ მინდა საუბარი კონკრეტიკაზე, იმიტომ რომ ეს სამომავლო კონსულტაციებს, კონსულტაციები უნდა გაიმართოს უახლოეს დღეებში აქ არ არის საუბარი გრძელვადიან კონსულტაციებზე.
ჩვენ დროში საკმაოდ შეზღუდული ვართ, უკვე ივნისის დასაწყისში კომიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანონპროექტთან დაკავშირებით, ამის შემდეგ პლენარულ სხდომაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება კანონპროექტზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.