20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
აგვისტოს ომი - რუსულ ბომბებს გადარჩენილი მოსახლეობა ევროსასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია

რუსულ ბომბებს გადარჩენილი მოსახლეობა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია. გორის მცხოვრებლები 2008 წლის 8 აგვისტოს იხსენებენ და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

დაზარალებული ოჯახები და მათი ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ რუსული აგრესიის სისასტიკეს ევროპული სასამართლო ადეკვატურ პასუხს გასცემს.

დაზარალებული, ციცო თუშიშვილი ამბობს, რომ მისი ჩვენება ევროსასამართლოშია გაგზავნილი.

2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს დაზარალებული, გორის საკრებულოს დეპუტატი, ლია ჩლაჩიძე.

მისი თქმით, 12 აგვისტოს რუსულმა მხარემ გორში ბალისტიკური რაკეტა ე.წ. ისკანდერი გამოიყენა.

„მისი ჩამოგდების შემდეგ სამი ადამიანი აქვე დაიღუპა. გენოციდის ერთ-ერთი სახეა ესეც, როდესაც აკრძალულ „ისკანდერებს“ იყენებ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მე ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო ომს მოიგებს რუსეთის წინააღმდეგ იმიტომ, რომ განხორციელდა ბარბაროსული მეთოდებით მოსახლეობის განდევნა,“ - განაცხადა ლია ჩლაჩიძემ.

ხვალ ევროსასამართლოს დიდი პალატის წინაშე მოსმენა გაიმართება, სადაც საქართველო რუსეთის ფედერაციას აგვისტოს ომთან დაკავშირებით ედავება ევროპული კონვენციის 8 მუხლს, სადაც ყველაზე ძირითადი არის მეორე, მესამე და მეხუთე, რაც გულისხმობს სიცოცხლის ხელყოფას, ასევე, არაადამიანურ მოქცევას და წამებას.

საქართველოს მხარეს, როგორც ადვოკატები აცხადებენ, სტრასბურგის სასამართლოსთვის წარდგენილი აქვს 700-ზე მეტი ნივთმტკიცებულება.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება რუსეთის მხრიდან გორში ბალისტიკური იარაღის გამოყენების ფაქტი.

ამავე თემაზე
დღის ამბები