აშშ-ში ვიზიტი ლევან იზორიამ თავდაცვის დეპარტამენტში შეხვედრებით დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან გამართა.
ლევან იზორიამ და ჯონ რუდმა შეხვედრაზე აღჭურვილობისა და შეიარაღების შესყიდვის საკითხები განიხილეს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯაველინების შესყიდვის შემდეგ, თანამშრომლობის და შესყიდვების დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება, რაც წელს პირველად თავდაცვის უწყებაში გამოქვეყნებული გრძელვადიანი შესყიდვების სტრატეგიის შესაბამისად მოხდება.
ლევან იზორია არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე გაემგზავრა, სადაც გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი მის ვაჟთან ბრეტ შალიკაშვილთან ერთად გვირგვინით შეამკო.