„ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ თავხედობა, მეტი არაფერი მათი მხრიდან. ყველაფერი შეუძლიათ, აფათურონ თავიანთი ხელი, არც განათლება ჰყოფნით, არც ინტელექტი, არც მონაცემი,“ - ეს განცხადება მხატვარმა, გია ბუღაძემ, გააკეთა.
გია ბუღაძის თქმით, წარმოუდგენელია ისეთი ექსპერტის ან მოსამართლის ნახვა, რომელიც დაადგენს, თუ რომელი ნაწარმოებია რელიგიური შეურაცხყოფის მიმყენებელი ან სიძულვილის ენის გამომხატველი.
გია ბუღაძის განცხადებით, ხელოვანი თავის სათქმელს აუცილებლად გამოხატავს და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი ექნება.
„თუ მე მეტყვი, რომ ეს არ დავხატო და არ გავაკეთო ის, რაც მე მინდა, ათმაგად გავაკეთებ,“ - განაცხადა ბუღაძემ.
მმართველი გუნდის ინიციატივით, "კულტურის შესახებ" საქართველოს კანონსა და "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილებები შევა, სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის სხვა ადამიანის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს ლახავს.