20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
რუსული ნარატივი - ირაკლი საღინაძე შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით

„ახლოვდება არჩევნები, ჯერ საპრეზიდენტო, მერე საპარლამენტო და თავისუფალი აზრი არის საფრთხის შემცველი იმ ხელისუფლების, იმ ადამიანების მიმართ, რომელიც ებღაუჭება იმას, რაც დღეს აქვს მას ხელში,“ - ეს განცხადება პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ, სასამართლოს მეშვეობით შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით გააკეთა.

ირაკლი საღინაძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ხელისუფლების ხელში ინსტრუმენტის წარმოადგენს. საღინაძე აღნიშნავს, რომ ეს კანონპროექტი რუსული ნარატივია.

„ეს არის ინსტრუმენტი, როცა ლაპარაკობენ, რომ ეს კონსტიტუციაში ისედაც იყო. თუ იყო, იყო თავისთვის ჩუმად, წყნარად, არავის ამაზე არ ულაპარაკია. ახლა ხდება ამის ტირაჟირება, ხაზგასმა, ინსტრუმენტების დამატება, როგორ უნდა აღსრულდეს მსგავს პირობებში,“ - განაცხადა საღინაძემ.

მმართველი გუნდის ინიციატივით, "კულტურის შესახებ" საქართველოს კანონსა და "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილებები შევა, რომლის თანახმად, სასამართლოს შეეძლება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის სხვა ადამიანის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს ლახავს.

დღის ამბები