თბილისის მერიის მიერ ასი ავტობუსის შეძენაზე გამოცდებული ტენდერი ჩაიშალა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ფაქტს ტექნიკურ ხარვეზს უკავშირებენ.
ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ დოკუმენტების არასწორად შედგენა საგანგებოდ მოხდა და შესაძლო კორუფციულ სქემასა და მერიის მიერ უპასუხისმგებლო ქმედებებზე ამახვილებენ ყურადღებას.
„სატენდერო დოკუმენტი იყო შემდგარი ისე, რომ არცერთ კომპანიას არ მოუნდა არც საქართველოში და არც უცხოეთში 45 მილიონიან ტენდერში მიეღო მონაწილეობა.
სავარაუდოდ, არ გამოვრიცხავ ხვალ ეს ხელშეკრულება გააფორმონ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, რაც გულისხმობს რომ მილიონობით ლარს დაკარგავს დედაქალაქის ბიუჯეტი,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.