20 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
საკრებულოს კომისიის სხდომაზე ვარდების მოედნისთვის სახელის გადარქმევაზე იმსჯელებენ

ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის შეცვლის შესახებ ინიციატივას დღეს დედაქალაქის საკრებულოს სპეციალურ კომისიაზე განიხილავენ.

საბოლოო გადაწყვეტილებას კი სავარაუდოდ, დეპუტატები უკვე კვირის ბოლოს, სხდომაზე მიიღებენ. წინადადების კატეგორიული წინააღმდეგია ოპოზიცია და მას პოლიტიკურ გადაწყვეტილება აფასებს.

უმრავლესობაში კი ინიციატივას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს უკავშირებენ. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში ვარდების რევოლუციის მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი დაერქმევა.

დღის ამბები