20 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
ჩვენი ხელისუფლების პირობებში შეგროვდა იმ მტკიცებულებების უმეტესობა, რომელიც სტრასბურგშია წარდგენილი - სოფო კილაძე

„იუსტიციის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ მტკიცე, მყარი არგუმენტები იქნას წარდგენილი იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს,“- ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ საქართველო - რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე გააკეთა.

თბილისში ევროპული სასამართლოსგან საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„რუსეთს აქვს ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებული და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ეს დაადასტუროს სტრასბურგმა და დაადასტუტროს, რომ ადამიანის უფლებები უხეშად დაირღვა და ამაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, რუსულ მხარეს ეკისრება. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები იუსტიციის სამინისტროსთან და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში შეგროვდა აბსოლუტური უმეტესობა იმ მტკიცებულებებისა, რომელიც სტრასბურგში არის წარდგენილი,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

სტრასბურგში ისტორიული პროცესი მიმდინარეობს. ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას ასრულებს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები