20 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქცია კანცელარიასთან გადაინაცვლებს

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სპორტსმენების აქცია კანცელარიასთან გადაინაცვლებს.

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები და მათი მხარდამჭერები ძიუდოს ფედერაციასთან შეიკრიბნენ. ისინი ფედერაციის პრეზიდენტს ელოდნენ, თუმცა ქევხიშვილი სამსახურში არ მივიდა. ძიუდოისტებმა ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქცია 17:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გამართონ.

„მოვედით, კიდევ ერთხელ მან ფედერაციაში არ ისურვა მოსვლა. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ბოლომდე გამოვხატავთ ჩვენს ჯანსაღ პროტესტს, რომ უნდა გადადგეს დავით ქევხიშვილი. 5 საათზე კანცელარიასთან შევიკრიბოთ ყველა ერთად“- განაცხადა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ეროვნული ნაკრების წევრები უკვე მეოცე დღეა პროტესტის ნიშნად აღარ ვარჯიშობენ.

დღის ამბები