„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის კენჭისყრის დღე და საარჩევნო დავების შეისწავლა. არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მთავარი ტენდენცია ამომრჩეველთა ნების მასობრივი კონტროლი და პერსონალური მონაცემების გამოყენება იყო. საია-ს შენიშვნების ადრესატი ცენტრალური საარჩევნო კომისიაც არის.
„კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ე,წ. კოორდინატორების მიერ ხდებოდა ამომრჩეველთა აღრიცხვა, მათი პერსონალური მონაცემების მონიშვნა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ორი პრობლემა - ის, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდებოდა ამ დროს კანონის მოთხოვნებთან კონფლიქტში, ასევე ეს იყო ნების გამოვლენაზე შესაძლო კონტროლი. ეს არ იყო ერთეული შემთხვევები,“- განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა ნების მასობრივმა კონტროლმა არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია. ენმ-მ 5 პარტიასთან ერთად, ეს ტენდენცია საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრა.
„სუს-ის და ამომრჩევლის დაშინებასთან ერთად, ამომრჩევლის ნების კონტროლი იყო ერთ-ერთი მთავარი გაყალბების გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ მიეღოთ ის საარჩევნო შედეგი, რაც მათ სურდათ,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.