20 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
„საყდრისის გადარჩენის კომიტეტი“ კაზრეთში ბნელი ხევის ტერიტორიაზე სამუშაოებს აპროტესტებს

„საყდრისის გადარჩენის კომიტეტი“ კაზრეთში ბნელი ხევის ტერიტორიაზე სამუშაოებს აპროტესტებს. არასამთავრობო ორგანიზაციის უკმაყოფილება იმ ფაქტს უკავშირდება, რომ RMG GOLD ტერიტორიაზე სამუშაოების დაწყებას ისე გეგმავს, რომ წინასწარი კვლევები სრულყოფილად არ ჩატარებულა.

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები მოითხოვენ, რომ ბნელი ხევის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ძეგლების შესწავლა დეტალურად მოხდეს.

„სანამ ეს კვლევები არ ჩატარდება, რა თქმა უნდა, RMG GOLD ვერ დაიწყებს იქ ვერანაირ სამუშაოებს. ჩვენ გვინდა, რომ ეს კვლევები ჩაატაროს, არ ვენდობით RMG GOLD-ის მიერ დაქირავებულ ან არქეოლოგებს, არც სხვა სპეციალისტებს, ეს კვლევები უნდა ჩაატაროს, უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა მოხდეს მედიის თანდასწრებით ეს აფეთქებები, უნდა ჩაატარონ ნეიტრალურმა მეცნიერებმა და სპეციალისტებმა, რომლებიც არასდროს იყვნენ დაკავშირებული RMG GOLD-თან,“ - განაცხადა „საყდრისის კომიტეტის“ წევრმა, ნინო ბურჭულაძემ.

დღის ამბები