ცოტა ხნის წინ ევროსასამართლომ საქართველო რუსეთს საქმის ზეპირი მოსმენა დაასრულა. ისტორიულ პროცესზე დღეს დიდი პალატის 17-მა მოსამართლემ საქართველოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რუსეთის კონტრარგუმენტები მოისმინა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა პროცესი უკვე დატოვეს. ქართული დელეგაცია ამბობს, რომ სახელმწიფო ადვოკატის გამოსვლა ეფექტური იყო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის შეფასებით, რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა.
„ამ საქმეს ექნება მნიშვნელობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ფარგლებში სხვა კონფლიქტებისთვის, პირველ რიგში, უკრაინა და მოლდოვაა. თქვენ ნახეთ და შეგძლიათ შეაფასოთ რუსული კონტრარგუმენეტების ე.წ. ხარისხი, იმდენად, რამდენადაც ჩვენ არგუმენტების ნაცვლად მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ. რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა,“- განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ.