სტრასბურგის სასამართლოში საქართველო - რუსეთის საქმის ზეპირი მოსმენაზე რუსეთის პოზიციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ადვოკატი მაიკლ სვენსონი იცავდა.
სვენსონმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქმე საკმაოდ რთული იყო და ძალიან დაღლილია. მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა წამების შესახებ მტკიცებულების სანდოობა.
„საკმაოდ რთული საქმეა. დაღლილი ვარ, მაგრამ კარგია, რომ სასამართლომ სავარაუდო მტკიცებულებები მოისმინა. ძალიან მნიშვნელოვანია, თავი დავაღწიოთ შეურაცხყოფას და მტკიცებულებებს დავეყრდნოთ. მტკიცებულება სავარაუდო წამებაზე შესაძლებელია, გაყალბებული იყოს,“- განაცხადა სვენსონმა.
ევროსასამართლომ საქართველო - რუსეთის საქმის ზეპირი მოსმენა დაასრულა. ისტორიულ პროცესზე დღეს დიდი პალატის 17-მა მოსამართლემ საქართველოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რუსეთის კონტრარგუმენტები მოისმინა.