20 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
"გაფიცვასაც თავისი წესი აქვს" - კალაძე მეტროს მემანქანეების მოთხოვნების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს

მეტროს მემანქანეების მოთხოვნებსა და საპროტესტო აქციებს დედაქალაქის მერი გამოეხმაურა. კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არც კომპანიას და არც დედაქალაქის მერიას არა აქვს შესაძლებლობა, მემანქანეების მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

თბილისის მერი გაფიცულების მოთხოვნების გასაჩივრებას სასამართლოშიც აპირებს.

„ამ ეტაპზე არც კომპანიას და არც დედაქალაქის მერიას არა აქვს არანაირი შესაძლებლობა, რომ ხელფასები, რომელიც 1400-დან 2000 ლარამდე მერყეობს, 45%-ით გაიზარდოს. გაფიცვასაც თავისი წესი აქვს, რომელიც კანონით არის გაწერილი.  ვაპირებთ მათი მოთხოვნა სასამართლოში გავასაჩივროთ, რადგან ნამდვილად არასწორი მოთხოვნებია მათი მხრიდან წამოყენებული,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები