20 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
ახალი სანქციების დაწესება რუსეთისთვის - ოპოზიციის რჩევებს მმართველი გუნდი კრიტიკით პასუხობს

ახალი სანქციების დაწესება რუსეთისთვის - ოპოზიცია ხელისუფლებას ურჩევს სტრასბურგის სასამართლოში დავის მოგების შემდეგ ევროპულ სტრუქტურებს მოსკოვის წინააღდეგ ყველაზე მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვოს.

პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ 10 წლის წინ, დაბომბილი მშვიდობიანი მოსახლეობისათვის სტრასბურგი კრემლს ფულადი კომპენსაციის გადახდას დააკისრებს, თუმცა ოპოზიცია ფიქრობს, რომ აგვისტოს ომი რუსეთს დიდი პოლიტიკური ფასიც უნდა დაუჯდეს.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი სხვა საერთაშორისო სასამართლო დავებშიც უნდა გამოიყენოს.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ თბილისს ეძლევა შესაძლებლობა მოსკოვს ათასობით დევნილის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნება აიძულოს.

ოპოზიციის რჩევებმა დღეს მმართველი გუნდი გააღიზიანა. „ქართულ ოცნებაში“ რეკომენდაციები კრიტიკად აღიქვეს და ოპონენტებს პოლიტიკური ბრალდებებით უპასუხეს.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბურთი ევროსაბჭოს მოედანზე გადავა და ვერდიქტის აღსრულების კონტროლი, მინისტრთა კომიტეტს დაევალება.

მინისტრმა კომიტეტმა უნდა აიძულოს რუსეთი შეასრულოს ის რასაც დიდი პალატის 17 მოსამართლე დადგეს.

დღის ამბები