20 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
26 მაისს ისტორია გაცოცხლდება, თუმცა დამოუკიდებლობის დღე სამხედრო აღლუმის გარეშე ჩაივლის

26 მაისს ისტორია გაცოცხლდება. ზუსტად საუკუნის შემდეგ პირველი რესპუბლიკის გამოცხადების მოვლენები იმავე ადგილას და იმავე დროს განმეორდება. დამოუკიდებლობის დეკლარაციას მსახიობი ზაალ ჩიქობავა წაიკითხავს.

რეჟისორი და ღონისძიების ავტორები შეეცადნენ, მწირი ფოტომასალის მიუხედავად, ზუსტად აღედგინათ ქვეყნის დამოუკიდებლობის ათვლის წერტილი. შაბათს ისტორია გაცოცხლდება და ვნახავთ, რა ხდებოდა 100 წლის წინ ეროვნული კრების დარბაზში, ვინ ესწრებოდა სხდომას და ვინ რა სიტყვა თქვა.

პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე სამხედრო აღლუმის გარეშე ჩაივლის. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღლუმების ტრადიცია გაუქმდა.

ოპოზიციის აზრით, ეს გადაწყვეტილება მოქმედმა ხელისუფლებამ ჯერ პრეზიდენტ სააკაშვილზე, შემდეგ კი მარგველაშვილზე პოლიტიკური შურისძიების მოტივით მიიღო.

26 მაისს ერთადერთი სამხედრო კომპონენტი წვევამდელების ფიცის დადება იქნება. ამ ცერემონიას თბილისში ჩამოსული 7 ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრება.

ამავე თემაზე
დღის ამბები