20 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
"განვიხილეთ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები..."-კვირიკაშვილი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ვაშინგტონში, საკუთარ რეზდინციაში უმასპინძლა. გიორგი კვირიკაშვილმა და მაიკ პენსმა ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს.

შეხვედრისას ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მათ შორის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის სახლში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

"განვიხილეთ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები, განვიხილეთ ამერიკისთვის პრიორიტეტული საკითხები, ჩვენი თანამშრომლობის ასპექტები. ჩვენ ვართ ამერიკის უახლოეს პარტნიორი ჩვენს რეგიონში და ვიცე-პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები,"-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი. 

დღის ამბები