საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა იქნება მთავარი საკითხი, რომლის შესახებაც საუბარი პრაღაში, აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე შედგება. ორი ქვეყნის წარმომადგენელი ერთმანეთს რადმენიმე საათში შევხდება. სავარაუდოდ სწორედ დღევანდელი შევხედრის შემდეგ გახდება ცნობილი ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ რა ბერკეტი ექნებათ ხელში ევროპელ სპეციალისტებს, რომელებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთბრუნვის კონტროლს დაიწყებენ. ამის შესახებ ხელშეკრულება რუსეთმა შვეიცარიულ კომპანიასთან უკვე გააფორმა.
"ვილაპარაკებ ტატუნაშვილის საკითხზე, ოთხოზორიას საკითხი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მწვავეა. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ დამნაშავეები იყვნენ დასჯილი,"-აცხზადებს ზურაბ აბაშიძე.