ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ძიუდოისტები საპროტესტო აქციას დღესაც გააგრძელებენ.
ისინი რამდენიმე საათში ისევ ფედერაციის შენობასთან შეიკრიბებიან. სპორტსმენები ამბობენ, რომ აუცილებელია საკითხით ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც დაინტერესდეს.
უკვე რამდენიმე დღეა ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ და პროტესტის შეწყვეტას ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ გეგმავენ.
„პროტესტი გრძელდება. 11:00 საათზე შევიკრიბებით ძიუდოს ფედერაციასთან და იქ გავაცნობთ ჩვენს მხარდამჭერებს სამომავლო გეგმებს“-ამბობს ძიუდოისტი გიორგი გველესიანი.