20 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
ელექტროავტობუსები და ელექტრომიკროავტობუსები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლება - კალაძის ინიციატივა

თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს 16 საკითხი განიხილეს. სხდომის დაწყებამდე კახი კალაძემ რამდენიმე ინიციატივაზე ისაუბრა. მათ შორის საბავშვო ბაღებსა და დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით. ქალაქს რამდენიმე მარშრუტი ემატება.

თბილისის მერია ინიციატივით გამოდის, რომ როგორც იმპორტის და წარმოების შემთხვევაში ელექტროავტობუსები და ელექტრომიკროავტობუსები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს.

„განვიხილეთ და შევჯერდით, რომ პარლამენტს შევთავაზოთ ჩვენი წინადადება, გვინდა, რომ ელექტროავტობუსებისა და ელექტრო მიკროავტობუსები დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს, როგორც ადგილზე წარმოების, ისე იმპორტის შემთხვევებში. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ხელს შევუწყობთ ბაზარზე ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების წილის ზრდას, როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით,“-განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დღის ამბები