საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საპატიო სტუმრები თბილისში ჩამოსვლას დღეიდან იწყებენ. მათგან პირველი ლიტვის პრეზიდენტი იქნება.
დალია გრიბაუსკაიტეს საქართველოში რამდენიმე საათში ელოდებიან. საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ჩამოსული საპატიო სტუმრები, მათ შორის 6 ქვეყნის პირველი პირი და ევროკომისიის პრეზიდენტი სხვა ღონისძიებებთან ერთად დაესწრებიან თავისუფლების მოედანზე ახალწვეულების ფიცის დადებას და შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.
მაღალი დონის ვიზიტებს თბილისში საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის დასტურად აფასებენ.
„7 პრეზიდენტი ქართულ საზოგადოებას მიმართავს და მხარდაჭერას გამოუცხადებს თავისუფლების მოედნიდან. ასევე ამ ვიზიტების ფარგლებში შედგება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფორუმი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ფუძნდება საქართველოში,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.