24 აპრილი 2024,   03:01
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის დელეგაცია თბილისში - დიპლომატები საქართველოს მხარდამჭერ კომუნიკეს მიიღებენ

უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში თბილისს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, საპარლამენტო უმცირესობასა და ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ვიზიტის ფარგლებში ერთობლივ კომუნიკეს მიიღებენ, რომელიც ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის დადასტურებას, ასევე დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მხარდაჭერას ეხება.

დღის ამბები