20 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
საზოგადოების გადასაწყვეტია, რომელ განცხადებას როგორ მოეკიდოს - ქუმსიშვილი საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება 

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ისთვის საქართველოს საპატრიარქოს მიერ ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებას, მინისტრები ეხმაურებიან. 

საპატრიარქო ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები. 

დიმიტრი ქუმსიშვილი არ საუბრობს საპატრიარქოს მოწოდებაზე, რომელიც მმართველ გუნდს კანონმდებლობის შეცვლას სთხოვს. ქუმსიშვილი არც იმას აკონკრეტებს გაიმართება თუ არა კონსულტაციები, რათა დაკმაყოფილდეს საპატრიარქოს მოთხოვნა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ტელეკომპანიასაც და საპატრიარქოსაც აქვთ თავისუფლება განცხადებების გაკეთების დროს. მისივე განცხადებით, საზოგადოების გადასაწყვეტია, რომელ პოზიციას მიემხრობიან.

„ისე როგორც „რუსთავი 2“ ასევე საპატრიარქოს შეუძლია გააკეთოს განცხადებები. ეს მათი გადასაწყვეტია, ხოლო საზოგადოებამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელ განცხადებას როგორ უნდა მოეკიდოს“-აცხადებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

დღის ამბები