ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოშია. ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჩამოვიდა.
დალია გრიბაუსკაიტე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს ხვდება.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, საქართველოს ლიეტუვას, პოლონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, ფინეთის, სომხეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები ეწვევიან.