20 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პრემიერმა ღონისძიებების შესახებ ისაუბრა

საქართველოს პრემიერმინისტრმა 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 200-მდე სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე, განაცხადა, რომ დღეს საღამოს საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი ესტუმრება.

„უნდა ითქვას, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი ჩამობრძანდება დღეს საღამოს საქართველოში, 6 ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა ჩვენს ქვეყანას და ასევე, ათობით ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, რომლებთან ერთადაც ჩვენ ამ უდიდეს დღესასწაულს ვიზეიმებთ.

გაერო-მ ამ დღესთან დაკავშირებით და ასევე, რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვა საფოსტო მარკა, რომლის პრეზენტაციაც ორი დღის წინ ნიუ იორკში, გაერო-ს სათაო ოფისში გაიმართა, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ფიცის დადების ცერემონია წელს ერთდროულად 6 ადგილას გაიმართება: თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში, ბათუმსა და გელათში. რა თქმა უნდა, იქნება სატელევიზიო პირდაპირი ტრანსლაცია ყველა ამ წერტილიდან,“ - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები