20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
რუსეთთან დავის მოსაგებად, საქართველომ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები - პრემიერი სტრასბურგში მიმდინარე საქმეს ეხმაურება

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სტრასბურგში საქართველომ მტკიცებულებებით გამყარებული სიმართლე წარადგინა.

პრემიერის თქმით, რადგან საქართველო არის ევროპული ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყანა სწორედ ამიტომ, 2008 წლის რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, დანაშაულებებსა და ოკუპაციაზე საქართველოს პასუხი არის სამართლებრივი და პოლიტიკური.

„23 მაისს სტრასბურგში, სამართლებრივი დავა გაიმართა საქართველოსა და რუსეთს შორის, და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ბრძოლაში საქართველოს მხარეს, ნამდვილად იყო მტკიცებულებებით გამყარებული სიმართლე. საქართველო არის ევროპული ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყანა და სწორედ ამიტომ, 2008 წლის რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, დანაშაულებებსა და ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი არის სამართლებრივი და პოლიტიკური.

რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად, საქართველომ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები. საგულისხმოა, რომ ეს საქმე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს და 17 ქვეყნის მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული, თავად მისთვისაც არის პრეცედენტულია.

მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რაც 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებს მართლმსაჯულების რწმენას დაუბრუნებს და მომავალში ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის ძალიან მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის""-განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები