20 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
საზოგადოებაში დაპირისპირების შექმნა არის ძალიან დიდი შეცდომა - ეკა გიგაური საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

მესამე სექტორი საპატრიარქოს განცხადებას „რუსთავი2-თან“ დაკავშირებით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული გადაწყვეტილებად აფასებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, ქვეყანაში სოციალური პრობლემებია მოსაგვარებელი და ერთი ჟურნალისტის ნათქვამის გამო საზოგადოებაში დაპირისპირების შემქნა დიდი შეცდომაა.

„ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი გვყავს, სიღარიბე, უმუშევრობა არის ის პრობლემები, რა გამოწვევების წინაშეც ჩვენ ვდგავართ. იმის მაგივრად, რომ ამ პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნოთ, ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა თქვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა და ეს ცხადია, რომ შეიძლება ვინმეს მოეწონოს ან არ მოეწონოს, მაგრამ ამის გამო საზოგადოებაში დაპირისპირების შემქნა და მცდელობა არის ძალიან დიდი შეცდომა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქართველოს საპატრიარქომ "რუსთავი 2-ს" ბოიკოტი გამოუცხადა. ის სამღვდელოებას და მრევლს  მოუწოდებს, "რუსთავი 2-თან" ურთიერთობა შეწყვიტონ, ინტერვიუ  არ მისცენ და  მის გადაცემებში მონაწილეობა არ მიიღონ.

დღის ამბები