20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ლიეტუვის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრას მართავს

საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის პრეზიდენტი იმყოფება. დალია გრიბაუსკაიტე ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრას მართავს, რის შემდეგაც საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტები ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრებენ.

როგორც პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, პრეზიდენტების შეხვედრის დროს საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს შეეხება. პრეზიდენტები ასევე ისაუბრებენ ნატოს მომავალ სამიტთან დაკავშირებით.

„ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ და ბუნებრივია ამ ურთიერთობების შემდგომ პერსპექტივაზე გამახვილება ყურადღება.

თავისთავად ცხადია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენი პოზიციები კიდევ ერთხელ შევაჯეროთ მომავალი ნატოს სამიტის კონტექსტში“-აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

26 მაისს, 6 ქვეყნის პრეზიდენტების გარდა, საპატიო სტუმრებს შორის ევროკომისიის პრეზიდენტიც იქნება. ქვეყნის პირველი პირები თბილისში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით ჩამოდიან. პრეზიდენტების გარდა, თბილისს ეწვევა 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია.

ისინი სხვა ღონისძიებებთან ერთად თავისუფლების მოედანზე ახალწვეულები ფიცის დადებას დაესწრებიან და შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. 

 

დღის ამბები