20 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
"ყველას უნდა გვქონდეს შინაგანი ბერკეტი, რომელიც სხვა ადამიანების გრძნობების შეურაცხყოფისგან შეგვაჩერებს" - გედევან ფოფხაძე

საპატრიარქოს მიერ „რუსთავი 2-სთვის“ ბოიკოტს გამოცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. დეპუტატ გედევან ფოფხაძის შეფასებით, გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის კომენტარი ღვთისმშობელთან დაკავშირებით მისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

მმართველი გუნდის წარმომადგენლის აზრით, ყველას უნდა ჰქონდეს შინაგანი ბერკეტი, რომელიც სხვა ადამიანების გრძნობების შეურაცხყოფას შეაჩერებს.

„საპატრიარქოს განცხადებაში კონკრეტიკა ნამდვილად არ არის, არის ზოგადი სურვილი, რომ არსებობდეს სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც შეზღუდავს ადამიანებს რაღაც საკითხებთან მიმართებაში, რაც მიმაჩნია, რომ სწორია. ყველას უნდა გვქონდეს შინაგანი ბერკეტი, რომელიც შეგვაჩერებს სხვა ადამიანების გრძნობების შეურაცხყოფისგან, თუ სამართლებრივი ბერკეტიც გახდა საჭირო, ჯობდა, არ გამხდარიყო საჭირო.

რაღაც დონეზე მედიასთანაც შეიძლება რაღაცა დონის კონსულტაციების წარმოება, რომ შევთანხმდეთ საჯარო ინტერესსა და პასუხისმგებლობაზე, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს საზოგადოების წინაშე. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო ის, რაც გიორგიმ გააკეთა და ადამიანურად ვეუბნები, რომ ჩემთვის შეურაცხმყოფელია. თუ ვინმესთვის ჩემი გრძნობები არაფერს ნიშნავს, ეს მისი პირადი საქმეა,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები