20 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
სარეზერვო სისტემები გამოვიყენეთ, ასევე იმპორტი შემოვიტანეთ, რომ ქვეყნის სტაბილური ელექტრომომარაგება მოგვეხდინა - ქუმსიშვილი

ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი განმარტებას აკეთებს. 

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ დადგინდება, რა ზარალი მიადგა სისტემას და ასევე, რა დრო დასჭირდება მის სრულად ამოქმედებას.

„წყალი არის შემოვარდნილი გარკვეულ სექტორებში გენერაციის, შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვა და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ უკვე პასუხი გავცეთ, თუ რამხელა არის ზარალი და რა პერიოდი დაგვჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენაზე. გუშინ სარეზერვო სისტემები გამოვიყენეთ, ასევე, იმპორტი შემოვიტანეთ იმისთვის, რომ ქვეყნის სტაბილური ელექტრომომარაგება მოგვეხდინა,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.

გუშინ ქვეყნის რამდენიმე რეგიონი და თბილისის ნაწილი დღის ბოლოს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მიზეზი ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავარიულად გათიშვა გახდა.

ელექტროენერგიის დეფიციტის გამო თბილისის ნაწილს წყალი ამ დრომდე შეზღუდვით მიეწოდება. რეგიონების ჩართვა სისტემაში არსებული რეზერვის და იმპორტის ხარჯზე ეტაპობრივად მიმდინარეობს. 

დღის ამბები