ზუგდიდის საკრებულომ 74 უმწეოს კვების ერთჯერად დახმარებაზე უარი უთხრა - ამის შესახებ განცხადება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გააკეთა.
ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე წითლიძემ ჟურნალისტებს საკრებულოდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაცია წარუდგინა, სადაც წერია, რომ 74 უმწეოს კვების ერთჯერად დახმარებაზე უარი უთხრეს. საკრებულომ მიზეზად ბიუჯეტში თანხების არარსებობა განაცხადა.
მან ასევე ტენდერის დოკუმენტაცია გაასაჯაროვა, სადაც აღნიშნულია, რომ ზუგდიდის მერიამ ბიძინა ივანიშვილის ხეების გადასატანად გზების გაფართოებისა და ახალი ხიდების რესტავრაციისთვის თანხები გამოყო.
ანი წითლიძის თქმით, აღნიშნული გზები არ საჭიროებდა შეკეთებას. ის ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს, თუ რატომ შეკეთდა გზები და რატომ არ ენიშნება 74 უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანს ერთჯერადი კვების დახმარება.