20 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
დამოუკიდებლობის 100 წლისთავის წინა დღეს საქართველოს სხეული და გული დაგლეჯილია - ნინო ბურჯანაძე

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ისაუბრა.

ნინო ბურჯანაძემ მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და იმ გამოწვევებზე ილაპარაკა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

ბურჯანაძის განცხადებით, საქართველო ეკონომიკურად ვერ ვითარდება და ქვეყანა რეალურად დამოუკიდებელი არ არის.

„მინდა ყველას, საქართველოს ყველა მოქალაქეს, თითოეულ თქვენგანს მივულოცო დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. სამწუხაროდ, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებითაც კი ჩვენ გვიწევს ვილაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რაც საქართველოში არსებობს. დღესაც დამოუკიდებლობის 100 წლისთავის წინა დღეს ჩვენ ვდგავართ უზარმაზარი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე. საქართველო არ არის მთლიანი, საქართველოს სხეული და გული დაგლეჯილია, საქართველო არ არის რეალურად დამოუკიდებელი, საქართველო არ არის ეკონომიკურად განვითარებული,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები