20 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
„საქართველოს 100 წლის წინ მიეცა შანსი და დღესაც აქვს შანსი, რომ პროგრესული გზით იაროს" - დალია გრიბაუსკაიტე

„საქართველოს 100 წლის წინ მიეცა შანსი და დღესაც გააჩნია საუკეთესო შანსი, რომ პროგრესული გზით იაროს,“- ეს განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გრიბაუსკაიტემ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა. ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ლიეტუვას და საქართველოს მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ და ის კიდევ უფრო ვითარდება.

ლიეტუვის პრეზიდენტმა ნატო-ს სამხედრო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე ისაუბრა. დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვაზე გაამახვილა ყურადღება.

„მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებას გარკვეული გამოწვევი გაჩნია, ყველა ეთანხმება, რომ გეოპოლიტიკის დინამიკა სწრაფად ვითარდება და იცვლება და თქვენი ქვეყანა კავკასიიდან არის ნატოს საუკეთესო პარტნიორი. თქვენი ქვეყანა იღებს მონაწილეობას ნატო-ს ოპერაციებში, სამხედრო წვრთნებში. ყოველივე ამით საქართველოს ნატოსკენ სავალი გზა უადვილდება. ფორმალური მხარეების დაჩქარება საჭიროა და ჩვენ ვიქნებით თქვენ გვერდით, თქვენ ზურგსუკან. ნატო-ს წევრობა თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს,“- აღნიშნა გრიბაუსკაიტემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები